­

Axiom™ - ტესტ-სისტემა ტრანსპლანტ-გენოტიპირებითსვის

 

კატალოგის ნომერი: 902865

აღწერა:

Axiom™ - ტრანსპლანტ-გენოტიპირების ტესტ-სისტემა ერთერთი ნაკრებია Axiom™-ის ბიობანკების გენოტიპირების ტესტ-სისტემებიდან, რომელიც შექმნილია მაღალი ეფექტურობის გენოტიპირებისათვის ნიმუშების დიდი რაოდენობის ანალიზისთვის, როგორიცაა ბიობანკების, გენომური ცენტრებისა და მსხვილი ლაბორატორიებისთვის განკუთვნილი ნიმუშების სკრინინგი და გენოტიპირება.
Axiom - ტრანსპლანტ-გენოტიპირების ტესტ-სისტემა შეიქმნა მაღალი წარმადობის და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველსაყოფად ტრანსლაციური კვლევებისას.

GWAS

  • მარკერების ოპტიმალური შერჩევის საშუალებით ტესტ-სისტემა მოიცავს მილიონობით დამატებით SNP-ს;
  • პოპულაციათა გენომების შესწავლა შესაძლებელია დამატებითი მარკერების გამოყენებით.

ტრანსპლანტაციური კვლევები

  • სპეციფიკური კვლევები ტრანსპლანტაციური ანალიზისთვის, მათ შორის ფუნქციური ვარიანტების, გენის ასლთა რაოდენობის ცვლილებისა და გენის ფუნქციის დაკარვის განმაპირობებელი მუტაციები.
  • იმუნური ფუნქციებთან დაკავშირებული გენების კვლევა, როგორიცაა: მთავარი ჰისტოშეთავსების კომპლექსი (MHC), ადამიანის ლეიკოციტების ანტიგენი (HLA) და ქილერი უკრედების იმუნოგლობულინის მსგავსი რეცეპტორები (KIR).

ფარმაკოგენომიკური მარკერები

  • მარკერების შერჩევა განხორციელდა ისეთი გზით, რომ შესაძლებელია პრეპარატების ორგანიზმში აბსორბციის, დისტრიბუციის, მეტაბოლიზმის და ექსკრეციის ეტაპებზე დაკვირვება.

ანთებითი პროცესები და HLA

  • შეიცავს მარკერებს, რომლებიც კავშირშია აუტოიმუნურ და ანთებით პროცესებთან;
  • მოიცავს გენთა იმ ვარიანტებს HLA და KIR მონაკვეთებში, რომლებიც ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი ფუნქციის მქონე იმუნური პასუხის განხორციელებისთვის.

ექსომები

  • იშვიათი, არა-სინონიმური კოდირებადი SNP-ები და ინსერცია/დელეციები გენომის ცილის მაკოდირებელ მონაკვეთებში;
  • ახლად აღმოჩენილი გენომური მონაკვეთები, რომლებსაც დაკარგული აქვთ ფუნქცია;
  • SNP-ები და ინსერცია/დელეციები, რომლებიც იდენტიფიცირდება 26 000 ინდივიდის გენომის სექვენირების საფუძველზე;
  • დაავადების გამომწვევი ცნობილი მუტაციები.

eQTLs

  • რნმ-ის ექსპრესიის პროცესებთან დაკავშირებული მარკერები.

ადამიანის დაავადებები

  • ალცჰაიმერის დაავადება, ApoE-ს ჩათვლით;
  • სისხლის ფენოტიპები;
  • სიმსივნეთა გავრცელებული ტიპები;
  • კარდიომეტაბოლური დაავადბები.

სპეციფიკაციები:

ტესტ-სისტემის ფორმატი:

96-არიანი პლანშეტი

ტესტ-სისტემის ტიპი:

გენოტიპირება

რაოდენობა:

96 არე

პროდუქტის ზომა:

1 პლანშეტი

სახეობა:

ადამიანი